Wednesday, November 20, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ,,უიღბლო  სიყვარულის  ისტორია’’



პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეთა სურვილის  გათვალისწინებით  შეირჩა თემა: ,,სიყვარული  ნ. ბარათაშვილის  შემოქმედებაში.’’

პროექტის  მნიშვნებლობა: პროექტი მნიშვნელოვანია,რადგან იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა კვლევითი უნარის გამომუშავებას, ამაღლებს მათ მოტივაციას. ბავშვებს უჩნდებათ  ინტერისი მეტი იცოდნენ პოეტის პირადი ცხოვრების  შესახებ.

პროექტის  მიზანი: მოსწავლეებმა რაც  შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ  ტატო ბარათაშვილისა და ეკატერინე ჭავჭავაძის  სიყვარულის ისტორიაზე.

მოსწავლეთა ასაკი:14-15 წელი.

ვადები-ხანგრძლივობა: 10 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: მეტი გაიგონ ნ. ბარათაშვილის შესახებ. ჩაწვდნენ მისი გრძნობის სინატიფეს. წაიკითხონ პოეტის  მიერ  სიყვარულზე  შექმნილი ლექსები, პირადი წერილები, გაეცნონ მისი ცხოვრების გზას. ჩაატარონ პოეზიის საღამო: ,,ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ.’’ წინასწარი ცოდნა: მოსწავლეები  იცნობენ პოეტის  ბიოგრაფიას, ლექსებს ,,ცისა ფერს’’,  ,,არ უკიჟინო სატრფოო.’’

სასწავლო მასალა და ტექნიკური საშუალებები: ნიკოლოზ  ბარათაშვილის ლექსები, წერილები, კომპიუტერი.

სასწავლო  პროექტის მსვლელობა

საფეხური I
აქტივობა I ვამოწმებ იმ ცოდნას, რაც ბავშვებს დაუგროვდათ ბარათაშვილის  სასიყვარულო  ლექსების შესწავლის შემდეგ. ვარკვევ  პროგრამული  მასალის  გარდა რა  წაუკითხავთ და რა იციან  პოეტის  შესახებ. ამის შემდეგ  ვადგენ  თუ რა უნდა გავითვალისწინო  პროექტზე მუშაობისას.

საფეხური II
აქტივობა II მოსწავლეებს ვთხოვ  ინტერნეტის  საშუალებით მოიძიონ  ინფორმაცია  ნ. ბარათაშვილისა და ეკ. ჭავჭავაძის სასიყვარულო ისტორიის  შესახებ.


საფეხური III
აქტივობა III ბავშვები  მუშაობენ  ჯგუფებში, მოძიებულ  ინფორმაციას  ალაგებენ  თემატურად. ავსებენ ერთმანეთის ცოდნას.

საფეხური IV
აქტივობა IV მოძიებული და დალაგებული ინფორმაციის შეჯერება ჯგუფებში. მზადება  პრეზენტაციისათვის. ბავშვები კმაყოფილი  არიან  მუშაობით და შედეგებით. ასკვნიან:
მართლაც, ეს  სულის  წადილი  ვერ  იქნება  სხვათა  სიყვარულის  მსგავსი. ეს სული
ამაღლებული  სულის  წადილია.  ამ ლამაზი სურვილებით  პოეტი  ზენაარისაკენ  მიილტვის.

საფეხური V
აქტივობა V
სასწავლო ღონისძიების ჩატარება.

აქტივობა VI პროექტის  შეფასება

ფასდება  შემდეგი
აქტივობები
დაბალი
საშუალო
მაღალი
თემის, იდეის  გაცნობიერება, მასალის
შეგროვება-დამუშავება. დამხმარე
და ვიზუალური საშუალებების მოძიება და
გამოყენება.
მოსწავლე ვერ ახერხებს  თემის გაცნობიერებას,
საჭირო  მასალის  მოძიებას.
უჭირს  თემისა და
მიზნის გაცნობიერება, მომზადებული
მასალა  არასაკმარისა.
მოსწავლეს
გაცნობიერებული  აქვს  თემა, იდეა, მიზანი.
მომზადებული
მასალა მდიდარი  და
მრავალფეროვანია.
აუდიტორიასთან
კავშირი, ყურადღების მიპყრობა, კეთილგანწყობა.
მოსწავლეს  უჭირს
საკუთარი აზრის
გადმოცემა, ამიტომაც  აუდიტორიასთან  კონტაქტს ვერ
ახერხებს.
ნაწილობრივ  ამყარებს კავშირს. დამაჯერებლობა
აკლია მის ხმასა და საუბარს.

მოსწავლე  აუდიტორიასთან ამყარებს  თვალით
კონტაქტს. ხმა და ინტონაცია
დამაჯერებელია, წარმოთქმა
კარგი.
ანალიზისა და სინთეზის უნარი,
ორიგინალობა და
შემოქმედითობა,
საკუთარი პოზიციის
დაცვა.
ვერ  ახერხებს.
უჭირს.
მოსწავლეს აქვს
ანალიზისა და
სინთეზის კარგი
უნარი. მსჯელობს სათანადო
არგუმენტების
მოხმობით და
თანმიმდევრულად ავითარებს
თავის მოსაზრებებს, კარგად  ახერხებს საკუთარი პოზიციის დაცვას.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართული

ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია  დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ ეცნობა აუდიტორიას (სოციალურ-კულტურულ ფონს, ასაკს, ცოდნის დონეს, ინტერესებს და ა. შ.), შეადგენს გამოსვლის გეგმას, ქმნის როლურ ტექსტს, გადის რეპეტიციებს, ამოწმებს რეგლამენტს და ა. შ.;
·         აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისათვის ადეკვატურად იყენებს ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს, სხეულის ენას, უსადაგებს ამ საშუალებებს ტექსტს;

პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან მახარაძე.


ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: rusikomaxaradze@gmail.com